ქართულ "ახალ ხმაში" დაწუნებულმა რუსული Voice-ის მწვრთნელები გააგიჟა 23 მარტი 2014, 11:04:45
AUTO PLAY
რუსეთში ცოტა ხნის წინ "საბავშვო ახალი ხმის" პრემიერა შედგა. მონაწილეებს შორის ქართველი კონკურსანტებიც გამოჩდნენ. მათ შორისაა 12 წლის ირაკლი ინწკირველი, რომელიც 2013 წელს ქართულ "საბავშვო ხმაში" იღებდა მონაწილეობას. მაშინ მომღერალმა ქართველი მწვრთნელების შემობრუნება რატომღაც ვერ მოახერხა, თუმცა მოგვიანებით, ჟიურის სამივე წევრმა ინანა და მას ბოდიში მოუხადა. რაც შეეხება რუსული Voice-ის ბრმა ქასთინგს, ირაკლიმ It's A Man's Man's Man's World შეასრულა და სამივე მწვრთნელი მოაბრუნა. პირველი პროდიუსერი მაქს ფადეევი შემოუბრუნდა კონკურსანტს, შემდეგ პელაგეა და ბოლოს დიმა ბილანი.
13
|
|