ჰოკეისტმა მეტოქეს სისხლი ადინა 15 მარტი 2014, 19:13:04
AUTO PLAY
შვედეთის ჰოკეის ლიგის მატჩში Linkopings HC-სა და Modo Hockey-ის გუნდებს შორის შეხვედრის დროს ყინულის მოედანზე "სისხლი დაიღვარა". ჰოკეისტი რიჩი რეგერი ძლიერად შეეჯახა მეტოქეს სებასტიან კარლსონს. ეს უკანასკნელი ყინულზე დაენარცხა და სახიდან სისხლი წასკდა. პირველადი დახმარება დაზარალებულ სპორტსმენს ადგილზე აღმოუჩინეს, ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ მას ტვინის შერყევა დაუდგინდა. რიჩი რეგერი ინციდენტის გამო დაჯარიმდა.
0
|
|