13 წლის სკოლის მოსწავლემ ატომური რეაქტორი ააგო 8 მარტი 2014, 11:29:05
AUTO PLAY
ინგლისელმა სკოლის მოსწავლემ ატომური რეაქტორი ააგო. ცამეტი წლის ჯეიმი ედვარდსი დიდი ბრიტანეთის ქალაქ პრესტონში ცხოვრობს. ახლახანს ის მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა - ცამეტი წლის ვუნდერკინდმა სკოლაში სრულიად დამოუკიდებლად ააგო ატომური რეაქტორი, რომლის მეშვეობითაც წყალბადის ორი ატომი შეაერთა და ნუკლეოსინთეზის ხარჯზე ჟელე მიიღო. ამგვარად პრესტონელი მოსწავლე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა. ექსპერიმენტი მთლად უსაფრთხო არ იყო, ამიტომ ყველას კაბინეტიდან გასვლა სთხოვეს, ედვარდსის ჩათვლით, მაგრამ კამერა დარჩა. როდესაც გეიგერის მრიცხველზე მაჩვენებლებმა მკვეთრად აიწია, ყველა მიხვდა, რომ ჯეიმის ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. სხვათა შორის, რადიაციის გასაზომი გეიგერის მრიცხველის საყიდლად ორი წლის წინ ჯეიმიმ შობაზე ნაჩუქარი მთელი ფული დახარჯა და მიზანსაც მიაღწია. ახლა ის რეკორდსმენია, როგორც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც თერმოატომური რეაქცია შეასრულა.
2
|
1099.00
k
1499.00
k
|