"ბარსელონამ" სუპერსტადიონის პროექტი წარმოადგინა 8 მარტი 2014, 11:20:09
AUTO PLAY
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ კლუბის ოფიციალურ საიტზე მომავლის "კამპ ნოუს" პროექტი წარმოადგინა, რომელსაც Espai Barca ეწოდება. მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება და 2021 წლის დასაწყისში დასრულდება. ის სრულებით დახურული იქნება და 105 ათას გულშემატკივარს დაიტევს. "ბარსელონას" გეგმებში არამხოლოდ ახალი არენა, მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით 12-ათასიანი არენის, დარბაზის, ყინულის სასახლის, სოციალური და კომერციული ზონების, საკლუბო აკადემიისა და 5-ათასიანი პარკირების ადგილის გაკეთებაა. პრეზენტაციაში "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ და ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ფაუსი მონაწილეობდნენ. პროექტი აპრილში "ბლაუგრანას" დირექტორთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|