ქალი, რომელიც 14 წელია თოჯინა "ქმართან" და "შვილთან" ცხოვრობს 7 მარტი 2014, 19:38:15
AUTO PLAY
აშშ-ის შტატ კოლორადოში მცხოვრები სუზან ჰეინტზი 14 წელია, მანეკენებთან ცხოვრობს - ეს თოჯინები ქალის "ქმარ-შვილია". მანეკენ "ქმარს" ჩონსი ჰქვია, ხოლო "გოგონას" - მერი-მარგარეტი. სუზანი თოჯინებთან ერთად ისევე ცხოვრობს, როგორც ნამდვილ ადამიანებთან: მანეკენებს უცვლის ტანსაცმელს, აღნიშნავს დღესასწაულებს, უყურებს ტელევიზორს და მოგზაურობს. თოჯინებთან თანაცხოვრება არტ-პროექტის ფარგლებში დაიწყო; სუზანი ამბობს, რომ რაოდენ შეშლილადაც უნდა თვლიდნენ ნათესავები, მისთვის მთავარი ისაა, რომ ბედნიერია და ოჯახი ჰყავს. ამასთან, პროექტის ფარგლებში სუზანი ფოტოებს იღებს. როგორც ამბობს, ადამიანებს მის ცხოვრების წესზე განსხვავებული რეაქცია აქვთ; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სუზანი მანეკენებთან ერთად ფოტოებს ქუჩაში იღებს. მას გამვლელები ან დასცინიან, ან გაკვირვებულები უყურებენ. "ჩემი ნამდვილი სიყვარულის ამბავი გაინტერესებთ? დიახ, ბევრი შეყვარებული მყავდა, მაგრამ არცერთ მათგანთან არ მსურდა ქორწინება. არც იმ კაცთან, რომელთან ერთადაც 7 წელი ვცხოვრობდი", - ამბობს ის. სუზანი აპირებს, რომ მანეკენ "ქმართან" დადებული ფიცი ხელახლა დადოს და ამჟამად ქორწილის ორგანიზებით არის დაკავებული. სუზანი გრანდიოზული ქორწილის გადახდას ივნისში გეგმავს. ქორწილში იქნებიან "სიძის" ნათესავებიც, მანეკენი "სტუმრები" და პატარძლის ნამდვილი მეგობრები.
2
|
|