"ხრეში უნდა ვყარო..." - კასპელი "ტატამია ტატამი" არჩევნებში კენჭისყრას აპირებს 5 მარტი 2014, 16:10:47
AUTO PLAY
პოპულარული ფრაზის, "კასპი ტატამიას" ავტორი მარეხ ყამბეგაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. იგი სოფელ ქვემო ჭალაში "ქართული ოცნების" წევრებს შორის გამართულ პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას. ყამბეგაშვილი არ გამორიცხავს, რომ მშობლიური სოფლის წარმომადგენლად იყაროს კენჭი. "ხრეში უნდა ვყარო და დაბლიდან თავი შევუშვირო. ჯერ კანდიდატებზე არ გვიმსჯელია. როცა დავსხდებით მთელი ჭალის აქტივი, გადავწყვეტთ შიდა პრაიმერით, ფარული კენჭისყრით და გამოვავლენთ, ვინ დავასახელოთ კანდიდატად" - განაცხადა ყამბეგაშვილმა.
2
|
|