სროლა უკრაინაში 4 მარტი 2014, 19:52:13
AUTO PLAY
ყირიმში მდებარე "ბელბეკის" აეროდრომზე უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. ბაზა რუსულმა საჯარისო ნაწილებმა სამი დღის წინ დაიკავეს, დღეს კი სამხედრო აეროდრომის უკრაინელ პერსონალს შესვლის ნებას არ რთავდნენ. "ეს ჩვენი ტერიტორიაა. ჩვენს მხარეს ამერიკაა!" - ამ სიტყვებით, უკრაინის დროშებით ხელში აეროდრომის ტერიტორიაზე 300-მდე უკრაინელი სამხედრო შეიჭრა და რუსი ჯარისკაცებისგან ტერიტორიის დატოვება მოითხოვა. როდესაც უკრაინელი სამხედროების კოლონა აეროდრომის შესასვლელთან მივიდა, რუსმა სამხედროებმა ჰაერში სროლა ატეხეს. ფეხებში სროლით დაემუქრნენ იქ მყოფ ჟურნალისტებსაც. საბოლოოდ, რუსი მეთაური დათანხმდა, ტერიტორიაზე შეეშვა 10 უკრაინელი მოსამსახურე, რომლებიც აეროპორტის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.
0
|
|