როგორ ვისწავლოთ ჩინური 10 წუთში? 28 თებერვალი 2014, 01:25:16
AUTO PLAY
ჩინური ენის სწავლა გადაწყვიტეთ? ეს ახლა გაცილებით მარტივია. ჩინელმა მხატვარმა იეროგლიფების დამახსოვრების მარტივ და სახალისო გზას მიაგნო. იმისათვის, რომ წაიკითხოთ ჩინური ლიტერატურა, საკმარისია 1000 იეროგლიფის ცოდნა. თუ თქვენ მხოლოდ 200 იეროგლიფს ცნობთ და გსურთ წაიკითხოთ ლიტერატურული ნაწარმოები, ან საგზაო ნიშნები, რესტორნის მენიუ, ვებსაიტები თუ გაზეთები, ამ შემთხვევაში თქვენ გაიგებთ მოცემული ინფორმაციის მხოლოდ 40%-ს. შაოლანი არის ჩინელი მხატვარი, რომელმაც მიაგნო ჩინური იეროგლიფების სწავლის სახალისო და მარტივ მეთოდს. ამ ყველაფერში მას წარმოსახვის უნარი და შემოქმედებითობა დაეხმარა. შაოლანმა ეს ყველაფერი ბიზნესად აქცია და ახლა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ჩინურის შესწავლის მსურველებს შეუძლიათ გაცილებით უფრო სწრაფად და მარტივად დაიმახსოვრონ იეროგლიფები.
194
|
1099.00
k
1499.00
k
|