პრეზიდენტის მეგობარი ქალი და ქალიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში პოზირებენ 21 თებერვალი 2014, 23:43:10
AUTO PLAY
ავლაბრის რეზიდენციაში 20 თებერვალს გამოფენა "ხელოვნება მართავს" გაიხსნა. კონცეპტუალური არტის გამოფენა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით მოეწყო. ექსპოზიციის გახსნას თავად ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც თან ახლდნენ მეგობარი ქალი მაკა ჩიჩუა და ქალიშვილი ანა მარგველაშვილი. პრეზიდენტის ქალიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვიდეო განათავსა, სადაც გამოფენაზე მათი ყოფნის ამსახველი კადრებია. გამოფენის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლის ჰოლში განთავსდა 50-მდე ქართველი ხელოვანის ნამუშევრები (ფოტო, ფერწერა, გრაფიკა, აუდიო-ვიდეო არტი, პერფორმანსი, ინსტალაცია). ყველა მსურველს გამოფენის დათვალიერება ხვალ, 18:00-დან 21:00 საათამდე შეეძლება.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|