ქართველი სპორტსმენის პირველი გამოსვლა სოჭში - ნინო წიკლაური 54-ე ადგილზეა 18 თებერვალი 2014, 12:09:13
AUTO PLAY
დღეს, 18 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. ნინო წიკლაურმა, რომელიც ქართული დელეგაციის მედროშე იყო, გიგანტურ სლალომში იასპარეზა და მონაკვეთი 1:27.27 წუთში გაიარა. ამ მაჩვენებლით წიკლაურმა მოთხილამურეთა შორის საბოლოოდ 54-ე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ეს ქალების პირველი გამოსვლა იყო გიგანტურ სლალომში, მეორე დაშვება ჩვენი დროით 13:00 საათზე დაიწყება.
0
|
|
პირობები კარგი აქვთ და მონდომება აკლია ჩვენს სპორტსმენებს სამწუხაროდ.