კარსტულმა ძაბრმა იშვიათი ავტომობილები მიწისქვეშ ჩაიტანა 13 თებერვალი 2014, 20:31:38
AUTO PLAY
ამერიკაში, კენტუკის შტატში უზარმაზარმა კარსტულმა ძაბრმა რვა უიშვიათესი ავტომობილი - "შევროლე კორვეტი" მიწაში ჩაიტანა. თითქმის 12 მეტრის რადიუსის და ათი მეტრის სიმაღლის ორმო კენტუკის "შევროლე კორვეტის" ეროვნულ მუზეუმში წარმოიქმნა. ძაბრმა 1962 და 1984 წლის მოდელები ჩაიტანა. "თითოეულ ამ ავტომობილს უნიკალური ისტორია აქვს. ყველა ეს მანქანა გამორჩეულია", - ამბობს მუზეუმის დირექტორი უენდელ სტროუდი. მისი თქმით, ავტომობილები ორმოს ფსკერიდან ჯერ არ ამოუტანიათ და ისიც უცნობია, როდის მოახერხებენ ამას. სტროუდის აზრით, დიდი-დიდი ორი ეგზემპლარის აღდგენა მოხერხდეს. მანქანების დაზიანებით გამოწვეული ზარალი ასობით ათას დოლარს შეადგენს. მიწის ჩავარდნის მომენტში მუზეუმი დაკეტილი იყო, ამიტომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ორმოს გაჩენის მიზეზი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში მიწისქვეშ წარმოქმნილი სიცარიელის გამო მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|