ვლადიმერ პუტინი ლესბოსელ ოქროსმედალოსანს გულთბილად ჩაეხუტა 12 თებერვალი 2014, 17:10:58
AUTO PLAY
სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის პირველი მფლობელი ირენ ვიუსტი, რომელიც არ მალავს თავის სექსუალურ ორიენტაციას, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჩაეხუტა. ლესბოსელმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ პუტინს იმ წვეულებაზე ჩაეხუტა, რომელიც მისი ჯილდოს აღსანიშნავად მოეწყო. "მან მომილოცა და მკითხა, ყველაფერი კარგად მქონდა თუ არა. მე კი მას ოლგა გრაფის მესამე ადგილი მივულოცე. ამის შემდეგ კი ჩავეხუტე", - თქვა ჰოლანდიელმა ციგურებით მორბენალმა.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|