ექსკლუზიური რესტორანი, სადაც მაგიდა 5 წლით ადრე უნდა დაჯავშნოთ 12 თებერვალი 2014, 16:31:12
AUTO PLAY
ამერიკაში მდებარე რესტორანი Damon Baehrel-ი მსოფლიოში ყველაზე ექსკლუზიური დაწესებულებაა - თუ რესტორანში სადილობა გადაწყვიტეთ, 5-წლიანი ლოდინი მოგიწევთ. რესტორანში მხოლოდ 12 მაგიდა და 18 სტუმრისთვის განკუთვნილი ადგილია. დაწესებულებაში მხოლოდ 1 ადამიანი მუშაობს - რესტორნის მფლობელი ბეიჰრელი. ყოველ ღამე სტუმრებისთვის სწორედ ის ამზადებს უგემრიელეს კერძებს პროდუქტისგან, რომელიც თავად მოჰყავს. კერძების ღირებულება 255 დოლარია. თუ სასმელების ფასსაც გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ მენიუს საშუალო ხელფასით ვერ გაწვდებით. მაგიდის დაჯავშნა "იმეილით" ხდება. რესტორნის სტუმრები ხშირად არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები.
0
|
|