როგორ დაინახა რუსმა მაყურებელმა ოლიმპიური წრეების გახსნა 9 თებერვალი 2014, 13:13:00
AUTO PLAY
სოჭში მიმდინარე 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. ცერემონიის დროს, ოლიმპიური რგოლების გახსნისას, ტექნიკური პრობლემის გამო ერთ-ერთი რგოლი არ გაიხსნა. თუმცა, ეს ყველაფერი რუსი მაყურებლის ყურადღების მიღმა დარჩა. რუსული ტრანსლაციის დროს, ოლიმპიური ცერემონიის რედაქტორებმა ლაფსუსის აღმოფხვრა რეპეტიციისას გადაღებული კადრებით შეძლეს, სადაც ხუთივე წრე დაგეგმილისამებრ გაიხსნა. "როდესაც ჩვენ მივხვდით, რომ წრე არ გაიხსნებოდა, გადავწყვიტეთ, რეპეტიციიდან აღებული კადრები ჩაგვესვა. ჩვენ ამას არ ვასაიდუმლოებთ, აქ არ არის არაფერი დრამატული " - განაცხადა კონსტანტინ ერნსტმა. www.topnews.ru
0
|
1099.00
k
1499.00
k
|