გურამ კაშიას არაჩვეულებრივი თავურით გატანილი გოლი "ფეიენოორდის" კარში 1 თებერვალი 2014, 12:02:24
AUTO PLAY
ჰოლანდიის ჩემპიონატის 21-ე ტურში არნემის "ვიტესი" როტერდამში "ფეიენოორდს" ეწვია და 1:1 დაუზავდა. სტუმართაგან გოლი არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ გაიტანა. "ვიტესის" ქართული სამეულიდან მხოლოდ კაშიამ ითამაშა, რომელიც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა კლუბს, გიორგი ჭანტურია განაცხადში არ ყოფილა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო. 57-ე წუთზე იბარამ მარჯვნიდან ჩააწოდა და კაშიამ საკმაოდ შორი მანძილიდან თავით გაუტანა "ფეიენოორდის" მეკარეს. "ვიტესი" 42 ქულით მეორე ადგილზეა, "აიაქსს" ქულით ჩამორჩება და მასზე ერთი მატჩით მეტი აქვს გამართული. www.sportall.ge
0
|
|