ხვალ მთელი საქართველოს მასშტაბით თოვაა მოსალოდნელი 30 იანვარი 2014, 21:29:20
AUTO PLAY
გარემოს ეროვნულ სააგენტოში, 31 იანვრიდან ტემპერატურის მკვეთრი კლებასაც ელოდებიან, რასაც ზოგიერთ რეგიონში ძლიერი ქარიც დაერთვება. უამინდობასა და ყინვებს სინოპტიკოსები მთელი კვირის განმავლობაში პროგნოზირებენ. უამინდობას უკვე მოყვა გართულებები საავტომობილო გზებზე. კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, მლეთა-გუდაურისა და კობი-ლარსის გზებზე კი გადაადგილება მოცურების საწინაარმდწეგო ჯაჭვებით არის ნებადართულია. ასევე ჯაჭვებს გამოყენებით არის შესაძლებელი მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, გომბორის უღელტეხილსა და ლახამურა-მესტიის გზის მონაკვეთზე. რიკოთის უღელტეხილზე კი მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის ნებადართულია.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|