"მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ მიყვარს" 30 იანვარი 2014, 18:11:53
AUTO PLAY
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ოჯახს ბოდიშს უხდის. როგორც მერაბიშვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, მის გამო ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ზეწოლას განიცდის. "ჩემს გამო ჩემი ოჯახის წევრები განიცდიდნენ ყოველდღიურ ზეწოლას მთელი 9 წლის განმავლობაში და ჩემდა სამწუხაროდ. მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ მიყვარს", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. ყოფილი პრემიერი ამ სიტყვების შემდეგ ატირდა, რის გამოც მისმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ სასამართლო პროცესზე შესვენების გამოცხადება ითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის თხოვნა დააკმაყოფილა და სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|