ევრომაიდანის აქტივისტი ბარიკადებს "ბენტლით" დაეჯახა 29 იანვარი 2014, 17:35:34
AUTO PLAY
კიევის ცენტრში, ევრომაიდანის ერთ-ერთი აქტივისტი "ბენტლით" მომიტინგეების მიერ გაკეთებულ ბარიკადებს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა მოყინულ გზაზე ავტომობილი ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბარიკადებს შეასკდა. ავტომობილის მფლობელმა ძვირად ღირებული "ბენტლი" მიატოვა და ადგილიდან მიიმალა. ბარიკადების მშენებლობა კიევში შეკრებილმა მომიტინგეებმა დეკემბერში დაიწყეს. ბარიკადები ამჟამად კიევის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზეა განლაგებული.
0
|
|