ულამაზო ქალები არ არსებობენ! - მაკიაჟის გასაოცარი ეფექტი 29 იანვარი 2014, 17:27:03
AUTO PLAY
"არ არსებობენ ულამაზო ქალები, არსებობენ ზარმაცები" - ამბობდა კოკო შანელი. ამასვე ამტკიცებს ახალგაზრდა ლიბანელი ვიზაჟისტი სამერ ხუზამი. თუმცა იმას, რასაც ვიზაჟისტი აკეთებს, მხოლოდ მაკიაჟს ვერ უწოდებ - ეს შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ხელოვნების ნიმუშის შექმნით სრულდება. მაკიაჟის ოსტატი არა მარტო მალავს სახის დეფექტებს, არამედ ჩვეულებრივი გარეგნობის გოგონებსაც კი სილამაზის დედოფლებად აქცევს. სამერ ხუზამს თითქმის ყველა პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება აქვს - სატელევიზიო, ფოტოგადაღებების თუ სადღესასწაულო მაკიაჟს ის ერთნაირი წარმატებით ფლობს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მუშაობის პროცესში ვიზაჟისტი სახის ნაკვთებს რადიკალურად ცვლის, რის მისაღწევადაც ბევრი ქალბატონი პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს.
2
|
|