იბრაჰიმოვიჩმა ჩავის წამოარტყა 16 იანვარი 2014, 00:33:01
AUTO PLAY
13 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 2013 წლის "ოქროს ბურთის" ცერემონია გაიმართა. ნანატრი ჯილდო პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ მიიღო. დაჯილდოებას უამრავი ცნობილი ფეხბურთელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჩავი, რომლებიც გვერდიგვერდ "ბარსელონას" ღირსებას იცავდნენ. Youtube-ზე სახალისო ვიდეო გავრცელდა, სადაც იბრაჰიმოვიჩი მეუღლესთან ერთად მიმავალ ჩავის კეფაში წამოარტყამს და შემდეგ თბილად მიესალმება.
1
|
|