გაიცანით "მერსედესის" ახალი C-კლასი! - პრემიერა დეტროიტის ავტოშოუზე 14 იანვარი 2014, 00:47:38
AUTO PLAY
დეტროიტის ავტოშოუზე "მერსედესმა" ოფიციალურად წარმოადგინა სედან C-კლასის ახალი თაობა. წინამორბედთან შედარებით, ავტომობილმა პრინციპული ცვლილება მიიღო, როგორც კონსტრუქციული მიმართულებით, ასევე გარეგნობითაც. ახალი მოდელი C-კლასის წინა თაობაზე 100 კილოგრამით მჩატეა, იმის მიუხედავად, რომ ახალი თაობა გაბარიტებში გაიზარდა. ის 95 მილიმეტრით დაგრძელდა და 4686 მილიმეტრი გახდა, სიგანე 40 მილიმეტრით გაიზარდა და ახლა 1810 მილიმეტრია. გარეგნულად, ავტომობილი დაემსგავსა ახალ S-კლასს: სედანს მსგავსი სანათები და საბარგულის ფორმას აქვს. წინა ნაწილი უფრო მეტად გვაგონებს C-კლასის წინა თაობას, მაგრამ შეცვლილია ოპტიკა და რადიატორის ცხაურა. პროფილში მანქანა უფრო აეროდინამიკურია და მთლიანობაში ჰგავს CLA-ს.
3
|
|