გარდაცვლილი გოგონას წერილი, რომელიც მან საკუთარ თავს მომავალში მისწერა 13 იანვარი 2014, 12:28:15
AUTO PLAY
პნევმონიით გარდაცვლილი 12 წლის გოგონას გულგატეხილმა მშობლებმა აღმოაჩინეს წერილი, რომელიც მან საკუთარ თავს დაუწერა და წესით, 10 წლის შემდეგ უნდა გაეხსნა. ტეილორ სკოუტი, რომელიც ტენესის სკოლაში სწავლობდა, ავადმყოფობის გართულების გამო მოულოდნელად გარდაიცვალა. მშობლებმა წერილი მისი ოთახის დალაგებისას აღმოაჩინეს. ორფურცლიანი ჩანაწერი, რომელიც ტეილორმა ორი წლის წინ დაწერა, ასე იწყება: "საყვარელო ტეილორ, როგორ მიდის ცხოვრება? ალბათ, უფრო ადვილია, ვიდრე ეს 10 წლის წინ იყო. გილოცავ სკოლის დამთავრებას. თუ არ დაგიმთავრებია, მაშინ უკან დაბრუნდი და კიდევ ერთხელ სცადე. უკვე შენი ადგილი გაქვს? თუ კოლეჯში ხარ, რა სპეციალობას გადიხარ? ამჟამად მინდა ადვოკატი ვიყო. ღმერთთან როგორია შენი ურთიერთობა? ილოცე, წაიკითხე ბიბლია და ემსახურე ღმერთს? თუ არა, ადექი ახლავე და ასე მოიქეცი".
5
|
|