"ცეკვავენ ვარსკვლავები" ქეთი ხატიაშვილმა მოიგო 2 იანვარი 2014, 13:49:32
AUTO PLAY
31 დეკემბერს "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონის ფინალი გაიმართა, სადაც გამარჯვების ტიტულის მოსაპოვებლად ორი წყვილი (ქეთი ხატიაშვილი და გიორგი ბარბაქაძე, თაკო ჩორგოლაშვილი და გაგა თოდუა) იბრძოდა. სანამ თავად ფინალისტები გამოვიდოდნენ, მანამდე სცენა ყოფილმა კონკურსანტებმა დაიკავეს და სხვადასხვა ცეკვა შეასრულეს. რაც შეეხება ფინალისტებს, მათ საფინალო ცეკვად "პასადობლე" აირჩიეს და კარგი შოუ დადგეს. საბოლოოდ, მაყურებელთა გადაწყვეტილებით, "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულად ქეთი ხატიაშვილი დაასახელეს, რომელმაც საჩუქრად ბინა მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასულ თაკო ჩორგოლაშვილს მანქანა ერგო.
13
|
1099.00
k
1499.00
k
|