ახალგაზრდა მანქანის საბარგულში "კალაშნიკოვის" ავტომატს ინახავდა 21 დეკემბერი 2013, 20:48:50
AUTO PLAY
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლაშა მ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ლაშა მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ს 236–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით
0
|
|