ვის მიიჩნევს ვლადიმერ პუტინი მის შემდეგ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად 19 დეკემბერი 2013, 14:04:24
AUTO PLAY
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ქვეყნის ნომერ მეორე გავლენიან პოლიტიკოსად რუსეთის "კომუნისტური პარტიის" ლიდერს, გენადი ზიუგანოვს მიიჩნევს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა. გავლენიანი პოლიტიკოსების რიგებში პუტინმა ეპატაჟური პოლიტიკოსი, ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკიც დაასახელა. რაც შეეხება კითხვას, ჰყავს თუ არა შერჩეული მემკვიდრე, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე სათქმელი არაფერი აქვს. ვლადიმერ პუტინთან პრესკონფერენციაზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, 1319 ჟურნალისტია აკრედიტირებული.
0
|
|