ბრედ პიტის 50 წლის იუბილე და ანჯელინას ახალი ორეულები მადამ ტუსოს მუზეუმში 19 დეკემბერი 2013, 14:03:39
AUTO PLAY
მადამ ტუსოს მუზეუმში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განახლებული ფიგურები წარმოადგინეს. ექსპონატები მუზეუმს 300 ათასი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. მასზე სკულპტორების, კოლორისტების, ვარცხნილობისა და მაკიაჟის ოსტატების გუნდი მუშაობდა. "ანჯელინა ჯოლი" საზოგადოების წინაშე მისი საყვარელი ღრმად შეხსნილი საღამოს კაბითა და წითელი პომადით წარსდგა, ხოლო "ბრედ პიტი" სმოკინგითა და ჰალსტუხით. ბრანჯელინას "ცვილის წყვილი" ბრედის საუკეთესო მეგობრის, ჯორჯ კლუნის, ასევე, მორგან ფრიმანის, კეიტ უინსლეტის, დენიელ კრეიგის და ჰელენ მირენის გარემოცვაში იქნება გამოფენათა დარბაზში. 18 დეკემბერს ბრედ პიტს 50 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად გადაწყდა ახალი ექსპონატების დამზადება. ბრედისა და ანჯელინას ცვილის ძველი ორეულები, რომლებიც რვა წლის წინ დაამზადეს, მუზეუმში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
0
|
140.00
k
225.00
k
|