მამის და პატარა ქალიშვილის ემოციური ფოტოსესია დედის გარდაცვალების შემდეგ 19 დეკემბერი 2013, 11:12:33
AUTO PLAY
მამა-შვილმა, ბენმა და ოლივიამ დედა მაშინ დაკარგეს, როცა ოლივია მხოლოდ ერთი წლის იყო. ცოლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ბენმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა სახლი ცინცინატში, სადაც ის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა და სადაც მეუღლესთან, ალისთან ერთად ბედნიერი ორი წელი გაატარა. სანამ მამა-შვილი სახლს დატოვებდა, ბენმა სთხოვა პროფესიონალ ფოტოგრაფს, მელანი ფეისს, გადაეღო მისთვის და მისი უკვე 3 წლის ქალიშვილისთვის ფოტოები ამ სახლში. ზუსტად 4 წლის წინ, 2009 წელს, ქორწილის დღეს ბენმა და ალიმ ამ სახლის კარი პირველად შეაღეს და ჯერ კიდევ ცარიელ სახლში ბედნიერების ამსახველი კადრები გადაიღეს...
0
|
1099.00
k
1499.00
k
|