ვანო მერაბიშვილის განცხადება 17 დეკემბრის სასამართლო პროცესზე 18 დეკემბერი 2013, 20:26:19
AUTO PLAY
პარასკევს გვიან ღამით, ანუ უკვე შაბათს, დაახლოებით ღამის ორ საათზე. მე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვევს მანქანაში, თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს, ჩემი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იქ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. მეორეზე მოგვიანებით ვისაუბრებ. თუმცა, რაც მთავარია, იქ იყო მთავარი პროკურორი.მთავარმა პროკურორმა მე წამომიყენა ულტიმატუმი და განაცხადა, რომ, თუ მე არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გახსნაში და არ მივაწვდი სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მე გამიუარესდება პირობები ციხეში. მე ამასთან დაკავშირებით გამოვხატე ჩემი აზრი, შეიძლება სააკასვილთან ბევრს პრეტენზია აქვს, მაგრამ სააკაშვილის კორუფციაში დადანაშაულება სრული უაზრობაა.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|