ქართველი ბიტბოქსერი ვახტანგ კალანდაძე რუსული "ნიჭიერის" ფინალშია 15 დეკემბერი 2013, 11:24:51
AUTO PLAY
14 დეკემბერს რუსული "ნიჭიერის" პირველი ნახევარფინალი გაიმართა, სადაც სამი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. ჟიურიმ მონაწილეები ჟანრის მიხედვით დაყო. შოუ ქართველმა ბიტბოქსერმა 25 წლის ვახტანგ კალანდაძემ გახსნა, ხოლო მას შემდეგ სცენაზე 15 წლის ბოლესლავ გონჩარუკი გამოვიდა. ჟიურიმ ვახტანგსა და ბოლესლავს შორის არჩევანი ქართველ ბიტბოქსერზე გააკეთა და შედეგად კალანდაძე "ნიჭიერის" პირველი ფინალისტი გახდა. შეგახსენებთ ის ნომერი რომელიც ამ შოუში გამარჯვებას მოიპოვებს, სოჭის ოლიმპიადას გახსნის.
1
|
|