თაღლითი თარჯიმანი ნელსონ მანდელას პანაშვიდზე 12 დეკემბერი 2013, 20:22:54
AUTO PLAY
სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას პანაშვიდზე, სმენადაქვეითებულებისთვის გამომსვლელების სიტყვა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჟესტების ენაზე მოსაუბრე თარგმნიდა, გაუგებარი იყო. თარჯიმანი თაღლითი აღმოჩნდა და მისი ჟესტები სმენადაქვეითებულებისთვის ხელების გაურკვეველი მოძრაობა იყო. "ის ხელებს გარშემო იქნევდა, მაგრამ ამ ჟესტებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა", - თქვა სამხრეთ აფრიკის სმენადაქვეითებულთა ფედერაციის თავმჯდომარემ The Associated Press-თან საუბრისას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კაცი, გასულ წელს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდნეტთან იაკობ ზუმასთან ერთად გამოჩნდა, მისი ვინაობა დაუდგენელია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მისი ვინაობის გარკვევაზე მუშაობს.
4
|
|