მსოფლიოში ყველაზე დიდი გემი წყალში ჩაუშვეს 10 დეკემბერი 2013, 17:45:41
AUTO PLAY
სამხრეთ კორეის ვერფებზე, ნავთობმომპოვებელი კომპანია Shell-ის დაკვეთით, მშენებარე ახალი გემი Prelude FLNG წყალში ჩაუშვეს. მისი სიგრძე 488 მეტრია. მცურავი პლატფორმის სიგრძე ნიუ-იორკში მდგარ ცათამბჯენ Empire State Building-ის სიმაღლეს აღემატება. დასრულების შემდეგ ახალი გემი ისტორიაში ადამიანის ხელით აგებული ყველაზე დიდი მცურავი საშუალების სახელით შევა. სრულად აღჭურვილი Prelude FLNG-ის წონა 661,400 ტონაა. წელიწადში ეს მცურავი ფაბრიკა 3,8 მილიონი ტონა ბუნებრივი აირის გადამუშავებას შეძლებს. ტანკერებში ჩატვირთვამდე გადამუშავებული აირი Prelude FLNG-ზე არსებულ გიგანტურ რეზერვუარებში შეინახება. ზღვის ღელვისას გემის ერთ ადგილზე გაჩერებას სპეციალური სისტემა და გიგანტური ღუზები უზრუნველყოფს. კომპანია Shell-ის გეგმებით, Prelude FLNG-ის მშენებლობის პროცესის დასრულება და მისი მწყობრში ჩადგომა 2017 წლისთვის მოხდება.
1
|
|