რუს კორესპონდენტს "საუკეთესო ტყუილისთვის" ევრომაიდანზე "ოსკარი" გადასცეს 9 დეკემბერი 2013, 16:42:34
AUTO PLAY
8 დეკემბერს რუსული ტელეკომპანია Россия 24-ის კორესპონდენტი დმიტრი კისილიოვი ევრომაიდანიდან პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, როცა უკრაინელმა ტელეჟურნალისტმა ვიტალი სედიუკმა მას "საუკეთესო ტყუილისთვის" "ოსკარი" გადასცა. "ოსკარი" გადაეცემა ტელეკომპანია Россия 24-ს და დმიტრი კისილიოვს ევრომაიდანის შესახებ ტყუილისა და სისულელის როშვისთვის" - ამ სიტყვებით შეიჭრა კადრში უკრაინელი ჟურნალისტი ვიტალი სედიუკი. რუსმა კორესპონდენტმა სცადა, კადრიდან მოეშორებინა უკრაინელი კოლეგა, თუმცა ამაოდ. ბოლოს იძულებული გახდა, "ჯილდო" მიეღო მისგან. რუსი ჟურნალისტის ირგვლივ ჩართვის დროს ასობით მომიტინგე შეიკრიბა და მისგან სიმართლის თქმას მოითხოვდა.
0
|
55.00
k
150.00
k
|