შტორმი ბათუმში - დატბორილი ბულვარი და მოგლეჯილი ხეები 3 დეკემბერი 2013, 17:15:51
AUTO PLAY
აჭარაში ღელვა თანდათან მატულობს და ზღვის ტალღები გზის სავალ ნაწილამდე აღწევს. ძლიერი ღელვის გამო ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვიდან ქვიშა გადმოიყარა. ბულვარში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. აეროპორტის გზატკეცილზე შტორმმა საფეხმავლო ბილიკი დააზიანა. ძლიერმა ქარმა ბარცხანის დასახლებაში ევკალიპტის ხე მოგლიჯა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ©პალიტრა
0
|
|