როგორ გაუსწორდა მომიტინგეებს უკრაინის სპეცრაზმი პრეზიდენტის ადმინისტრ 2 დეკემბერი 2013, 12:29:10
AUTO PLAY
უკრაინის სპეცრაზმმა "ბერკუტმა" კიევის ცენტრში შეკრებილი მომიტინგეები დაშალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თვითმხილველების განცხადებით, "ბერკუტი" მაიდანზე, ინსტიტუტის ქუჩისკენ დაიძრა და მომიტინგეები ეროვნული ბანკის მიმართულებით გადაისროლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი ხელკეტებით უსწორდება ყველას, ვინც კი გზაში გადაეყრება. დემონსტრანტები თავდაცვას ცდილობდნენ. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ქუჩებში ათობით დაშავებული ადამიანია. შეტევაზე "ბერკუტის" გადასვლამდე მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმით აღებას ცდილობდნენ.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|