დაბადებიდან გამოჯანმრთელებამდე - მამამ ჩვილის მძიმე წელი ვიდეოზე აღბეჭდა 23 ნოემბერი 2013, 13:49:59
AUTO PLAY
ვარდ მაილსი დედამ ორსულობის მეექვსე თვეში, 2012 წლის ივლისში გააჩინა. ჩვილს, რომელიც 680 გრამს იწონიდა, დაბადებიდანვე ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აღმოაჩნდა. ვარდ მაილსის მამამ, ფოტოგრაფმა ბენჟამინ მილერმა, შვილის მძიმე პირველი წელი, ემოციურ ვიდეოში აღბეჭდა. დოკუმენტური ფილმი იწყება კადრებით, როცა ახალგაზრდა დედამ, ლინდსიმ უმწეო ჩვილი პირველად აიყვანა ხელში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ოჰაიოს ბავშვთა კლინიკაში ვარდ მაილსი 107 დღის განმავლობაში, პერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. სამი თვის შემდეგ ჩვილი სახლში დაბრუნდა - დედასთან და მამასთან. ვარდ მაილსი ახლა 16 თვისაა და ძალიან, ძალიან ჯანმრთელი ბიჭია.
0
|
15.00
k
28.00
k
|