მაია ფანჯიკიძე: უკრაინის უარს ასეც შეიძლება შევხედოთ და ისეც 23 ნოემბერი 2013, 06:55:22
AUTO PLAY
მოახდენს თუ არა გავლენას უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხებაზე უარის თქმა საქართველოს ევროინტეგრაციის კურსით მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ საკითხი შესაძლოა, განიხილებოდეს „ასეც და ისეც.“ როგორც ფანჯიკიძემ თოქ-შოუში "პირველი სტუდია" სტუმრობისას აღიშნა, „ასოცირების ხელშეკრულების“ ფარგლებში ევროკავშირს აქვს პრინციპი, რომლის თანახმადაც, რაც უფრო მეტს აკეთებს სახელმწიფო, მით უფრო მეტს იღებს ევროკავშირისგან. "ასეც შეიძლება შეხვედოთ და ისეც ამას. ჩვენ რა საკვირველია ბევრი კონსულტაცია გვექნება. ჩვენ არ შეხვედრივართ არავის ევროკაშირიდან, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინა ხელს არ მოაწერს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვეცადოთ იმას, რა ვალდებულებაც აღებული გავქვს ჩვენი ხალხის წინაშე და ჩვენ რაც არ უნდა მოხდეს ეს კურსი აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. მე ვფიქრობ, რომ რაკი, ევროკავშირს აქვს ინდივიდუალური მიდგომა ყველა ქვეყნის მიმართ და ანგარიშს უწევს მათ სურვილს თუ რა დოზით უნდათ ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, შესაბამისი იქნება მათ მიერ ჩვენი მცდელობის შეფასება. ევროკავშირს აქვს პრინციპი მეტი მეტისთვის, რაც მეტს გააკეთებ, მით უფრო მეტს მიიღებ. ამიტომ, ჩვენთვის არაფერი არ იცვლება, ჩვენი გზა არჩეული გვაქს და თუ დედამიწა არ დაიქცა, რისი იმედიც მაქვს, რომ არ მოხდება, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ და რაც უფრო მეტს ვაჩვენებთ, მით უფრო მეტს მივიღებთ ევროკავშირსიგან“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
0
|
140.00
k
225.00
k
|