გაიცანით "ახალი მესი" - 8 წლის არგენტინელი ვირტუოზი 22 ნოემბერი 2013, 19:07:48
AUTO PLAY
8 წლის არგენტინელ ბიჭუნას, კლაუდიო გაბრიელ ნანცუფილის უკვე მოიხსენიებენ "ახალ მესიდ". საფეხბურთო მონაცემებით გამორჩეული ბავშვი თავის ასაკში უკვე საკმაოდ გაწაფულია - მარცხენა ფეხით ვირტუოზულად ურტყამს და მოედანზე ხახამშრალს ტოვებს თანატოლებს. ამჟამად "პატარა მესი" არგენტინული კლუბის, "ბარილოჩეს" ჯუნიორებში თამაშობს, თუმცა მისი მშობლები მზად არიან იმისთვის, რომ შვილის გამო რომელიმე ევროპულ ქვეყანაში მოუწევთ გადაბარგება - "ჩელსის", "მანჩესტერ იუნაიტედის", "რეალის", "ბარსელონას" და "ატლეტიკოს" მესვეურები უკვე ყურადღებით აკვირდებიან 8 წლის ვუნდერკინდს.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|