ჰიუ ჯეკმანს კანის სიმსივნე აღმოაჩნდა 22 ნოემბერი 2013, 19:06:48
AUTO PLAY
ჰოლივუდის მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა სიმსივნური წარმონაქმნი მოიკვეთა. მსახიობის თქმით, მეუღლის, დებორას დაჟინებული თხოვნით, დერმატოლოგთან მივიდა, რომ ცხვირზე "ამოსული" საეჭვო წარმონაქმნი შეემოწმებინა. მეუღლის შიში დადასტურდა: ექიმმა "ბაზალური უჯრედის კარცინომას" დიაგნოზი დასვა. "გთხოვთ, ჭკუას მოუხმეთ, ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთ. აუცილებლად ექიმს ეჩვენეთ და მზის საცხის გამოყენება არ დაგავიწყდეთ",- აღნიშნა ჯეკმანმა Twitter-ში. კანის ბაზალური უჯრედის კარცინომა - სიმსივნეა, რომელიც ყველაზე მეტად ყელისა და თავის კანზე ჩნდება და საკმაოდ ნელა ვითარდება. ბაზალური უჯრედის კარცინომას წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა დაწვის შედეგად კანის დაზიანება, რადიაციის ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება იყოს.
1
|
15.00
k
28.00
k
|