გიორგი ყიფშიძის "ინდურმა" მთელ დარბაზს ცეკვა მოანდომა 22 ნოემბერი 2013, 18:49:57
AUTO PLAY
"ცეკვავენ ვარსკვლავებში" 21 ნოემბერს მსოფლიო ტური გაიმართა. მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნის ცეკვები შეასრულეს. მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ, პარტნიორ ჯულიანა ბარგნართან ერთად, "ინდური" იცეკვა. წყვილის გამოსვლა განსაკუთრებულად ენერგიული გამოდგა, მათმა ცეკვამ მთელი დარბაზი აიყოლია. ჟიურის წევრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, რაც მათ შეფასებებშიც გამოიხატა - სამივე წევრმა უმაღლესი, 10 ქულა დაუწერა წყვილს. გიორგისა და ჯულიანასთვის ეს პირველი უმაღლესი შეფასებაა. თუმცა, ამის მიუხედავად, გიორგი ყიფშიძე, რომელიც ამ დღეს იუბილარი იყო, კოტიკო თოლორაიასთან ერთად აუტსაიდერებში აღმოჩნდა. საბოლოოდ შოუ კოტიკომ და მისმა მეწყვილემ, ანი ჯაჯანიძემ დატოვეს.
2
|
|