ნოდარ რევია რუსულ Voice-ში მსოფლიო დონის მომღერალს შეადარეს 18 ნოემბერი 2013, 10:53:38
AUTO PLAY
15 ნოემბერს რუსული Voice-ის მეორე სეზონის პირველ "ნოკაუტ-რაუნდში" ოთხმა ქართველმა - გელა გურალიამ, ეთერ ბარიაშვილმა, გიორგი მელიქიშვილმა და ნოდარ რევიამ მიიღეს მონაწილეობა. ნოდარი, რომელიც პელაგეას გუნდის წევრია, სცენაზე ალინა ჩუვაშოვასთან და დიმიტრი სოროჩენკოვთან ერთად გამოვიდა. ალინამ პრინცის სიმღერა "Nothing compares to you" იმღერა, ხოლო დიმიტრიმ "Aerosmith"-ის "Crazy". რაც შეეხება ნოდარს, მან რუსული სიმღერა "Верни мне музыку" შესანიშნავად შეასრულა და მწვრთნელებისგან ბევრი ქება დაიმსახურა. ახალგაზრდა მომღერალი განსაკუთრებით ალქესანდრ გრადსკიმ შეაქო და ის მსოფლიო დონის მომღერალს შეადარა. მწვრთნელის, პელაგეას გადაწყვეტილებით, შემდეგ ტურში ნოდარი და დიმიტრი გადავიდნენ, ხოლო ალინა პროექტს გამოეთიშა.
0
|
55.00
k
150.00
k
|