ქართველმა მომღერალმა ემი უაინჰაუსი "გააცოცხლა" 9 ნოემბერი 2013, 22:42:12
AUTO PLAY
6 ნოემბერს GDS TV-ზე პოპულარული გასართობი შოუს "ერთი ერთში" მეორე ეპიზოდი გავიდა. შოუ მომღერალმა ელენე კალანდაძემ გახსნა, რომლის საოცარმა გარდასახვამ ემი უაინჰაუსად ჟიურის წევრები და დარბაზი აღაფრთოვანა. ელენემ ემის ორი ჰიტი Back To Black და Rehab შეასრულა. "თქვენ იყავით ნამდვილი ემი უაინჰაუსი დღეს. ნამდვილად მაგრძნობინეთ თავი ისე, თითქოს ემი უაინჰაუსს ვუსმენდი", - აღნიშნა ვოკალის პედაგოგმა ეფრემ შანელმა. ახალი მუსიკალური შოუს, "ერთი ერთში" პრემიერა 30 ოქტომბერს შედგა. პროექტის რვა მონაწილე 10 კვირის განმავლობაში ცნობილი შემსრულებლების იმიჯით წარსდგება მაყურებლის წინაშე. შოუში მონაწილეობენ: ანრი ჯოხაძე, დათო გომართელი, სალომე ქათამაძე, ეკა ანდრონიკაშვილი და სხა ცნობილი სახეები.
4
|
|