აზიიდან ევროპამდე 4 წუთში! - ბოსფორზე წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბი გაიხსნა 31 ოქტომბერი 2013, 21:03:04
AUTO PLAY
აზიიდან ევროპაში სულ რაღაც ოთხ წუთში! თურქეთმა პირველი წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბი გახსნა, რომელიც ბოსფორის სრუტის ქვეშ ორ კონტინენტს აერთიანებს. გახსნა 29 ოქტომბერს, თურქეთის რევოლუციის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. გვირაბის წყალქვეშა ნაწილის სიგრძე 1,4 კილომეტრია, ხოლო მისი საერთო სიგრძე 13,6 კმ-ს აღწევს. პროექტს Marmaray დაარქვეს, რაც ახლოს მდებარე მარმარილოს ზღვის და სიტყვა ray-ს ნაერთია. ray თურქულად "რკინიგზას" აღნიშნავს. მშენებლობას, თურქებთან ერთად, იაპონური კორპორაცია აწარმოებდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 4 მლრდ დოლარი შეადგინა. სარკინიგზო გვირაბი თითოეულ მიმართულებაზე საათში 75 ათასი ადამიანის გადაყვანას შეძლებს. ამჟამად ბოსფორის გავლით 2 მლნ ადამიანი გადადის, რომლებიც იძულებულნი არიან. ამისთვის მხოლოდ ორი საავტომობილო ხიდი გამოიყენონ, რაც პრობლემებს იწვევს.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|