სამეგრელოში აღმოჩენილი ყალბი პირადობის მოწმობები "კარუსელისთვის" 26 ოქტომბერი 2013, 12:26:27
AUTO PLAY
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ამავე სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ თეიმურაზ პატარიძემ, 2008-2012 წლებში, ორგანიზება გაუკეთა უშუალო სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობების დამზადებას და უკანონო გამოყენებას, რათა ე.წ. ,,საარჩევნო კარუსელის“ გზით მომხდარიყო ყველა დონის, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი კანდიდატების სასარგებლოდ.
23
|
1099.00
k
1499.00
k
|