ჯერარ დეპარდიე თბილისში 21 ოქტომბერი 2013, 20:43:44
AUTO PLAY
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნახევარი საათით ჟერარ დეპარდიე გამოჩნდა. ცნობილი ფრანგი მსახიობი ბაქოში ტრანზიტული რეისით მიფრინავდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა მსახიობის ფოტოები, რომლებიც აეროპორტის ტრანზიტულ ზონაშია გადაღებული. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, ჟერარ დეპარდიეს დაკავება ემუქრებოდა. ფრანგ მსახიობს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი აქვს დარღვეული. ის ივლისში აფხაზეთში იმყოფებოდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სტუმრობის დროს დეპარდიე დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა, მოგვიანებით კი სოხუმის ქუჩებში გაიარა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ვიზიტისას მსახიობმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენია.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|