სავარძელი, რომელიც გეხუტება “B-DAY CHAIR” 12 ოქტომბერი 2013, 23:16:07
AUTO PLAY
ზოგჯერ ძალიან რთულია მიულოცო დაბადების დღე ტექსტური მესიჯით, ან Facebook პოსტით და ამავდროულად მილოცვაში გადმოსცე ის, რასაც გრძნობ. მაგრამ გამოსავალი არსებობს, ბრაზილიის Outback Steakhouse-ში არსებობს სავარძელი, რომელიც ყოველი მილოცვისას გეხუტება. Steakhouse–ი თანამშრომლობს ბრაზილიის სარეკლამო სააგენტო Lew’Lara\TBWA-თან, რომელმაც გადაწყვიტა ციფრული გრძნობა ფიზიკურში გადაექცია. ერთადერთი, რაც საჭიროა დააკავშიროთ სავარძელი თქვენს Facebook აქაუნტთან და დაჯდეთ. შემდეგ კი, თქვენს კედელზე ყოველი მილოცვის მიღებისას სავარძელი გეხუტებათ. Outback Steakhouse-ი ყოველ მის დაწესებულებებში წლის ბოლოსათვის, როგორც მინიმუმ ერთი სავარძლის ქონას გეგმავს.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|