ქალი, რომელიც 60 წელი "რკინის ფილტვით" სუნთქავდა 9 ოქტომბერი 2013, 15:09:21
AUTO PLAY
აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები 76 წლის მარტა მეისონი 60 წლის მანძილზე ე.წ. "რკინის ფილტვით" სუნთქავდა. ბავშვობაში გადატანილი მძიმე დაავადების გამო, ქალი სრულიად პარალიზებული დარჩა და მთელი ცხოვრება რკინის მოწყობილობაში გაატარა, რომელიც მისთვის ფილტვების ფუნქციას ასრულებდა. მარტას ცხოვრება უცნობ ადამიანებში სევდას იწვევდა, მაგრამ ოჯახის წევრებისთვის ის ყველაზე მხიარული ადამიანი იყო. მიუხედავად ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა, მან ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმით იცხოვრა: დაამთავრა სკოლა და კოლეჯი, მასპინძლობდა წვეულებებს და წიგნებსაც წერდა. მარტა მეისონი 2009 წლის 4 მაისს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
0
|
|