რეალურია თუ არა ჟვანიას საქმეზე გავრცელებული სკანდალური ვერსიები 25 სექტემბერი 2013, 18:19:16
AUTO PLAY
„ზურაბ ჟვანია: 1. ზურაბ ჟვანია საბურთალოს ქუჩის 53-ში, კონსპირაციულ ბინაში რაულ უსუპოვთან ერთად გაზით არ გაგუდულა. ამ ბინაში როგორც ჟვანიას ასევე უსუპოვის ცხედრები სხვა ადგილიდან მიიტანეს. 2. ზურაბ ჟვანიას ცხედარი საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში ტელევიზორის ყუთით მიიტანეს. 3. იმ პიროვნებებს შორის, რომლებმაც ცხედრის ტრანსპორტირება მოახდინეს ერთ-ერთი იყო გიორგი ბარამიძე. 4. ზურაბ ჟვანია მოკლეს სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში, სადაც გაიმართა საქმის გარჩევა საქართველოს საზღვაო-სანაოსნო გაყიდვასა და სახელმწიფო ბიუჯეტის გვერდით ავლის 300 მილიონი ლარის მითვისებასთან დაკავშირებით. 5. აღნიშნულ გარჩევას ესწრებოდა ვანო მერაბიშვილი და დათა ახალაია. 6. ზურაბ ჟვანიას მკვლელობა მოხდა სააკაშვილთან მწვავე შელაპარაკების და გინების შემდეგ. 7. ჟვანია მოკლულია თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით. 8. პროკურატურამ მოიპოვა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც ისმის სააკაშვილის ხმა- "ახლა ეს გვამი წაიღეთ და როგორც მოვილაპარაკეთ, ისე გააკეთეთ". „ინფო9“–მ სცადა, გავრცელებული ინფორმაცია საქმის გამომძიებელ ზაზა შანშიაშვილთან გადაემოწმებინა. „ძალიან ძნელია, ამაზე კომენტარი“, – განაცხადა ზაზა შანშიაშვილმა „ინფო9“–სთან სატელეფონო საუბრისას. საინფორმაციო სააგენტო ინფო9-ს ვიდეომასალა
2
|
|