„ვინ მოკლა ილია...“ - კადრები გადასაღები მოედნიდან 22 სექტემბერი 2013, 21:25:38
AUTO PLAY
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შსს-ს არქივისა და სხვა სტრუქტურული დანაყოფების დახმარებით, საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ, საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფილმის ხილვის შემდეგ, საზოგადოება ილიას მკვლელობის სრულიად ახალ ვერსიას გაეცნობა. აღნიშნული ფაქტი ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებით არის გამყარებული. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული და 11 ტომს მოიცავს. მწერლის შესახებ ფილმის გადაღება შსს-ს არქივის ხელმძღვანელების მიერ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ისტორიკოსებმა და მკვლევარებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი და აქამდე უცნობი გარემოება აღმოაჩინეს. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი შსს-ს არქივის თანამშრომელი მიხეილ ბერინაშვილია. ილიას მსახიობი კოტე თოლორდავა, ხოლო ოლღა გურამიშვილს ნანუკა ხუსკივაძე თამაშობს. ფილმში მთავარ როლებს ასევე, ზაზა იაქაშვილი და გივი ბერიკაშვილი ასრულებენ.
0
|
|