ქალი, რომლის ისტორიაც თამბაქოს შეგაძულებთ 20 სექტემბერი 2013, 10:17:26
AUTO PLAY
ტერი ჰოლმა სიგარეტი პირველად 17 წლის ასაკში გასინჯა და 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დღეში დაახლოებით 2 კოლოფს ეწეოდა. 40 წლის ასაკში ტერის ყელის კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს, რის გამოც ხორხის ამოჭრა გახდა საჭირო. მას შემდეგ ტერი გარშემომყოფებს მხოლოდ სპეციალური აპარატის მეშვეობით ეკონტაქტებოდა. "ჩემს შვილიშვილს არასდროს მოუსმენია ჩემი ნამდვილი ხმა - სინანულით ამბობდა ქალი 11 წლის ბიჭუნაზე. - მე აღარც კი მახსოვს, როგორი იყო ჩემი ხმა". ჰოლი საკუთარი შემაძრწუნებელი ისტორიით, თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი სახე გახდა. ტერი რამდენიმე დღის წინ, 16 სექტემბერს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.
0
|
|