სქემა 1- 2-0-8 18 სექტემბერი 2013, 15:51:50
AUTO PLAY
საინტერესო შემთხვევა მოხდა გერმანიის III ლიგის მატჩში, რომელშიც "ლაიპციგი" "შტუტგარტ II"-ს მასპინძლობდა. ლაიპციგელებმა პირველივე წამიდან 2-0-8 ტაქტიკური სქემით დაიწყეს თამაში, ლამის მთელი გუნდი მეტოქის საჯარიმოში, ან მის მისადგომებთან გაიქცა და 9 წამში გოლი გაიტანეს. დანიელ ფრანმა კომბინაცია თავური დარტყმით დაასრულა. მასპინძლებმა ეს შეხვედრა 3:1 მოიგეს. "ლაიპციგის" მწვრთნელმა ალექსანდრ ცორნირგერმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მსგავსი ტაქტიკა ადრეც გამოუყენებია და გოლიც გასულა ამის წყალობით, თუმცა ასე ეფექტური – არა.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|